ფირნიშები
    ფირნიშები
    ფირნიშები

მთავარი სიახლეები

სიახლეები

21 დეკემბერი, 2011

საქართველოს ლატარიის კომპანიამ შეწყვიტა ტოტოს გათამაშება

 

ძვირფასო მომხმარებელო,

 

გაცნობებთ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს საქართველოს ლატარიის კომპანიამ შეწყვიტა ტოტოს გათამაშება.

 

ეროვნული ლატარიის თამაში ტოტოს ბოლო 69-ე გათამაშება გაიმართა 2011 წლის 17-18 დეკემბერს, რომელშიც გათამაშდა ჯეკპოტი 240 000 ლარის ოდენობით რაც გადანაწილდა 10 გამარჯვებულზე.

 

მოგებების გაცემა განხორციელდება თამაშის შეწყვეტიდან 60 დღის განმავლობაში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 2 649 649.

 

საქართველოს ლატარიის კომპანია გისურვებთ წარმატებას!

   
02 სექტემბერი, 2011

შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მართვაში „საქართველოს ფოსტა“ შევიდა

შპს საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მართვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით ახალი წევრი „საქართველოს ფოსტა“ შევიდა. მას „საქართველოს ლატარიის კომპნიის“ სამართავი პაკეტის წილი გადაეცემა. ამ გადაწყვეტილების მიზანია საქართველოს ფოსტა მომგებიან, წარმატებულ და ინვესტორებისათვის მიმზიდველ კომპანიად იქცეს, რისთვისაც იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისებისა და მომსახურების შეთავაზება საზოგადოებისათვის.


საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და აქვს ყველა შესაძლებლობა ეფექტური მენეჯმენტი განახორციელოს „საქართველოს ლატარიის კომპანიაში“ და ჩაერთოს ლატარიის ორგანიზებაში.

   
BOTTOM ILLUSTRATION